კალვინი ჟან

კალვინი ჟან
(1509-1564) რეფორმაციის ფრანგი მოღვაწე, კალვინიზმის ფუძემდებელი. 1536 წელს კალვინი გადასახლდა ჟენევაში და 1541 წლიდან გახდა ქალაქის ფაქტობრივი დიქტატორი. კალვინიზმის საფუძველია მოძღვრება წინასწარგანსაზღვრულობაზე, რომლის თანახმადაც ადამიანთა ერთი ნაწილი „ხსნას“ მიიღებს, ხოლო სხვები განწირულნი არიან „განკითხვისათვის“. საუკეთესო სათნოებად კალვინიზმი აცხადებდა ზომიერებასა და მომჭირნეობას; კალვინიზმისათვის დამახასიათებელი იყო რელიგიური შეუწყნარებლობა სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ. მის დროს იდევნებოდა საერო გასართობი სანახაობები - თეატრი, ცეკვები, და ა.შ.
Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Смотреть что такое "კალვინი ჟან" в других словарях:

  • შნაიდერი პაულ (1897-1939) — რეფორმატული ეკლესიის პასტორი ქალაქ დიკენშიდში, რეინის ოლქში. ის იყო საეკლესიო დისციპლინის თავდადებული, სულიერი მოძღვარი. ,,საეკლესიო დისციპლინა ეკლესიის ხერხემალია. ხერხემლის გატეხვის შემთხვევაში კი მთელი სხეული უმწეო ხდება,” წერდა ჟან კალვინი.… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»